საგვარეულო გერბი
მოსიძეების საგვარეულოს მიერ 2019 წელს შეიქმნა საგვარეულო გერბი.
მოსიძეების საგვარეულოს მიერ 2019 წელს შეიქმნა საგვარეულო გერბი. გერბი აკმაყოფილებს ჰერალდიკურ წესებს, გადმოცემულია გვარის მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და გვარის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. გერბის წინა მხარეს გამოხატულია გვირგვინი, მანტია, ფარი.
ფარი შედგება სამი ნაწილისგან.

ფარის პირველ ზემო ნაწილში - განთავსებულია ჯვარი წითელ ფონზე. რაც წარმოადგნს მოსიძეების გვარის მართლმადიდებლურ რელიგიის წარმომავლობას ადრეული დროიდან. გვარის საგვარეულო სალოცავი წმ. მეფე დემეტრეს თავდადებულის ეკლესია მესხეთ ჯავახეთში სოფელი აფნია, რომელიც აშენებულია XIV საუკუნეში და დაშენებულია ძველ ეკლესიაზე (VIII-IX სს.), სწორედ რელიგია და ჯვარი იყო გვარის სალოცავი ომის და მშვიდობიანობის დროს.
ფარის მეორე ნაწილში - განთავსებულია გადაშლილი წიგნი , რაც მიუთითებს გვარის სწვლულობას და განათლებას.
ფარის მესამე ნაწილში - განთავსებულია ციხე-კოშკი. გვარის სიძლიერის მაუწყებულია. აღსანიშნავია რომ, განსაკუთრებით მესხეთ ჯავახეთში სულ გამუდმებით მიმდინარეობდა მტრის შემოსევა, ბრძოლები უცხო დამყრობლების მიმართ. ციხე კოშკი გამოხატული გერბის ფარზე ,რომლებიც უამრავია მესხეთ-ჯავახეთში მიუთითებს მოსიძეების გვარის ომებში მონაწილეობას სამშობლოს გადარჩენისთვის და რწმენის შესანარჩუნებლად.
გერბის უკანა მხარეს ამოკვეთილია საგვარეულო ხატის წმინდა მეფე დემეტრე II თავდადებულის ლოცვა
გერბი გადაეცა და დაჯილდოვდა

მოსიძეების გვარის გაერთიანებისთვის და დიდი წვრილის შეტანის გამო

2019 წელს გერბი გადაეცა და დაჯილდოვდა

ვაჟა მოსიძე, ძმები ომარი მოსიძე და ნერონი მოსიძე