საგვარეულო წესდება
წესდება»

ჩემო დედებო, მამებო, დებო, ძმებო, შვილებო, უფროსი თაობის წარმომადგენლებო, ჩემო მოსიძეებო.

მინდა გაცნობოთ, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ გორში მოსიძეების გვარის მორიგ შეკრებაზე დაიბადა იდეა,  შევქმნათ   ჩვენი საგვარეულო ფონდი, რათა ჩვენი ყოველწლიური შეკრება  მხოლოდ სუფრით არ შემოიფარგლოს.

ამ მიზნით შევიმუშავეთ ,,მოსიძეების საგვარეულო ფონდის წესდება, სადაც ჩამოყალიბებულია ფონდის შექმნის მიზანი, ფუნქცია და დანიშნულება .

ამ ფონდის შექმნით

 -ჩვენ  სურვილი გვაქვს გარშემომყოფებს ვაჩვენოთ  თანადგომის, მხარდაჭერის, შეხიდების, ხელი- ხელ ჩაჭიდების და ერთობის კარგი მაგალითი.

-  ჩვენ ვამბობთ, რომ ერთიანობისას არ არსებობს გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემა, დაუძლეველი წინააღმდეგობა და რომ ,,ძალა ერთობაშია’’.

თუ ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, შემოგვიერთდი. გავძლიერდეთ და ვაჩუქოთ ერთმანეთს ბედნიერება და სიხარული.

განსახილვევლად წარმოგიდგენთ  მოსიძეების საგვარეულო ფონდის წესდების პროექტს. ველოდებით შენიშვნებს, წინადადებებს და მოსაზრებებს, რომ საბოლოო სახე მივცეთ ამ ყველაფერს.

მოგვიანებით, როცა მოხდება  საგვარეულო ფონდის წარმომადგენლობითი ორგანოს -სათათბიროს არჩევა,  წევრების ვინაობა  და მათზე ინფორმაცია  ფონდის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

როგორც კი შეიკრიბება  ახლად არჩეული სათათბირო ორგანო ,გადაწყდება საგვარეულო ფონდის საბანკო ანგარიშის გახსნის საკითხი და ინფორმაცია ყველასთვის გახდება ცნობილი.

პატივისცემით,

მაია მოსიძე

 

 

 

 

პროექტი                                            

                                             მოსიძეების საგვარეულო ფონდი

                                                                  წესდება

 

1.ზოგადი დებულებები

1.1.მოსიძეების ფონდი იქმნება ნებაყოფლობით , საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისათვის, საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში.

1.2.ფონდი უფლებამოსილია მისი მიზნების გავრცელება მოახდინოს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ , ასევე ემიგრაციაში მყოფ  გვარის წარმომადგენლებზე.

2.მოსიძეების საგვარეულო ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზნებია

2.1.გვარის კონსოლიდაცია

2.2პრობლემების და აქტუალური თემების კლასიფიკაცია (გვარის)

2.2. საბანკო ანგარიშის გახსნა ფონდის სახელით

2.3.ნებაყოფლობითი  შემოწირულობების მოზიდვა საგვარეულო ფონდში

2.4.ფონდში თავმოყრილი თანხების განკარგვა  პრიორიტეტული თემების მიხედვით.

2.5.საინტერესო, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა

3.საგვარეულო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა

3.1.საგვარეულო ფონდის ეფექტური მართვისათვის იქმნება წარმომადგენლობითი ორგანო

3.2.წარმომადგენლობითი ორგანო, ანუ სათათბირო შედგება საქართველოს ყველა კუთხის გვარის არჩეული წარმომადგენელისაგან (თითო რეგიონიდან არანაკლებ 2-3 პირი).

3.3. წარმომადგენლობა გულისხმობს , რომ  საგვარეულო ფონდში  არჩეული წევრის მიერ წარმოდგენილი წინადადება, მოსაზრება, გადაწყვეტილება და ნებისმიერი საკითხი არის იმ კუთხის უმრაველს მოსიძეებთან შეთანხმებული და შეჯერებული.

3.4.სათათბირო ორგანოში (წარმომადგენლობა)  ნებსისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.

3.5.საგვარეულო ფონდის სათათბირო ორგანო იკრიბება საჭიროების მიხედვით, მაგრამ წელიწადში არანაკლედ ორჯერ.

3.6.სათათბირო ორგანო ანგარიშვალდებულია საგვარეულო ფონდის წევრების წინაშე.

3.7.სათათბირო ორგანომ გვარის შეკრებაზე (წელიწადში ერთხელ) მონაწილეებს უნდა წარუდგინოს:

ა) ანგარიში - საგვარეულო ფონდში მობილიზებული თანხების შესახებ.

ბ)ინფორმაცია პრიორიტეტულ თემებზე და საკითხებზე

გ)კენჭის ყრაზე დააყენოს ფონდში მობილიზებული თანხების განაწილების საკითხი

დ)უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება გამჭირვალედ, ხმათა უმრავლესობით

ე)შექმნას  სათანადო დოკუმენტაცია თითოეულ გადაწყვეტილებაზე და ფულად დანახარჯზე.

3.8.სათათბირო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საგვარეულო ფონდის ანგარიშის ნომრის ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

3.9.სათათბიროდან წარმომადგენელი წევრის გასვლა და მისი ახლით ჩანაცვლება  ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.

4.საგვარეულო ფონდის წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობები

4.1საგვარეულო .ფონდის წევრი შეიძლება გახდეს ყველა ის პირი, რომლის ერთ ერთი მშობელი (მამა ან დედა)მაინც გვარად არის მოსიძე.

4.2.საგვარეულო ფონდის წევრობა არის ნებაყოფლობითი

4.3.საგვარეულო ფონდის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაც ნებაყოფლობითი და არალიმიტირებულია (ვისაც რამდენი უნდა იმდენ თანხას ჩარიცხავს).

4.4.საგვარეულო ფონდის ყველა წევრი  თანაბარი უფლებით სარგებლობს სათათბირო ორგანოსთვის ნებისმიერი საკითხის, წამოწყების და იდეების მიწოდებაში.

თბილისი

17 ოქტომბერი,2017 წელი