მოსიძეების საგვარეულო ხატი
2013 წლის 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში თბილისში დაილოცა მოსიძეთა გვარი. ამ დროისთვის გვარმა დაწერა წმ. მეფე დემეტრე II თავდადებულის ხატი და შევედრებული იქნა მოსიძეების საგვარეულო წმ. დემეტრესთვის, რათა მეოხი ეყოს უფლის წინაშე. ასევე იკურთხა ესკიზი მეორე ხატის რომელსაც უახლოეს მომავალში დაწერდა გვარი. ხატი წაბრძანდა ერთერთი მოსიძის ოჯახში და ამის შემდეგ ივლის ყველა მსურველი მოსიძის ოჯახში. აღინიშნა გვარის დალოცვა ერთ-ერთ რესტორანში და სხვადასხვა კუთხის მოსიძეებმა გაიცნეს ერმანეთი.
გვარის შეკრება მესხეთში
2014 წლის 12 ოქტომბერს გვარის შეკრება მოხდა მესხეთში, კერძოდ სოფელ აფნიაში. ვარძიის ღმრთისმშობლის ტაძარში იქნა გადახდილი პარასკლისი გვარის კეთილდღეობისთვის და ასევე იკურთხა მეორე საგვარეულო ხატი, რომლის ესკიზი პირველივე შეკრებაზე შეიქმნა, ხოლო წმ. დემეტრეს ხატი, რომელმაც მოიარა ყველა კუთხის მოსიძეების ოჯახები - შესწირეს ეკლესიას, რომელიც დროებით დაბრძანებულ იქნა ვარძიის ტაძარში საგვარეულო ტაძრის ამოქმედებამდე, რომელიც სოფელ აფნიაში მდებარეობს. შეკრებილი მოგვარეები საღამოს ისევ შეიკრიბნენ ერთ-ერთ რესტორანში ახლა უკვე უფრო მეტი შემადგენლობით და აღინიშნა მოსიძეობა 2014.
გვარის შეკრება ბათუმში
2015 წლის მოსიძეობა გაიმართა ბათუმში, გვარი შეიკრიბა გონიოს ციხეში სადაც არსებული ცნობებით არის წმიდა მატათა მოციქულის საფლავი, საფლავის ნიშთან საგვარეულო ხატი დაბრძანდა და პარაკლისი იქნა გადახდილი, ამის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში აღინიშნა მოსიძეობა 2015.
გვარის შეკრება წალენჯიხაში
მოსიძეობა 2016 გაიმართა 3 სექტემბერს ქ. წალენჯიხაში. სხვადასვა კუთხის მოსიძეებმა დაათვალიერეს დადიანები სასახლე და პარკი, ასევე ენგურჰესი, ასევე მოილოცეს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი და გადაიხადეს პარაკლისი, ამის შემდეგ ტრადიციულად აღინიშნა მოსიძეობა 2016
გვარის შეკრება გორში
მოსიძეობა 2017 გაიმართა ქალაქ გორში 30 სექტემბერს დავათვალიერეთ გორის მუზეუმი, ასევე სტალინის მუზეუმი, შემდეგ გორიჯვარი მოვილოცეთ და გადავიხადეთ პარაკლისი, ხოლო საღამოს გაიმათა ტრაპეზი და აღინიშნა მოსიძეობა
გვარის შეკრება იმერეთში
მოსიძეობა 2018 გაიმართა იმერეთში გვარი შეიკრიბა გელათში, მოვილოცეთ და გადავიხადეთ პარაკლისი, შემდეგ მოვილოცეთ და გვქონდა საღამოს ტრაპეზი.

ნახეთ მეტი »


ქართული სიწმინდეები
საეკლესიო კალენდარი


« »

  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

გვარის წარმომავლობა
        ქართული გვარები პირველად მოიხსენიება VII—VIII საუკუნეებში. ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებული იყო ადგილებთან, მამის სახელებთან ან პროფესიებთან, საზოგადო მდგომარეობასთან ან წოდებასთან, რომელსაც ტრადიციულად ჯიში ატარებდა. XIII საუკუნის დასაწყისიდან გვარები ხშირ შემთხვევაში ადგილის სახელწოდებას ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია პრაქტიკულად ვრცელდებოდა XVII—XVIII საუკუნეებში. მოსიძეების გვარის წარმოშობა - არის მოსაზრება, რომ გვარი მოსიძე წარმოქმნილია....