3გული
|
მოსიძეების საგვარეულო ხატი
2013 წლის 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში თბილისში დაილოცა მოსიძეთა გვარი. ამ დროისთვის გვარმა დაწერა წმ. მეფე დემეტრე II თავდადებულის ხატი და შევედრებული იქნა მოსიძეების საგვარეულო წმ. დემეტრესთვის, რათა მეოხი ეყოს უფლის წინაშე. ასევე იკურთხა ესკიზი მეორე ხატის რომელსაც უახლოეს მომავალში დაწერდა გვარი. ხატი წაბრძანდა ერთერთი მოსიძის ოჯახში და ამის შემდეგ ივლის ყველა მსურველი მოსიძის ოჯახში. აღინიშნა გვარის დალოცვა ერთ-ერთ რესტორანში და სხვადასხვა კუთხის მოსიძეებმა გაიცნეს ერმანეთი.
|
3გული
|
გვარის შეკრება მესხეთში
2014 წლის 12 ოქტომბერს გვარის შეკრება მოხდა მესხეთში, კერძოდ სოფელ აფნიაში. ვარძიის ღმრთისმშობლის ტაძარში იქნა გადახდილი პარასკლისი გვარის კეთილდღეობისთვის და ასევე იკურთხა მეორე საგვარეულო ხატი, რომლის ესკიზი პირველივე შეკრებაზე შეიქმნა, ხოლო წმ. დემეტრეს ხატი, რომელმაც მოიარა ყველა კუთხის მოსიძეების ოჯახები - შესწირეს ეკლესიას, რომელიც დროებით დაბრძანებულ იქნა ვარძიის ტაძარში საგვარეულო ტაძრის ამოქმედებამდე, რომელიც სოფელ აფნიაში მდებარეობს. შეკრებილი მოგვარეები საღამოს ისევ შეიკრიბნენ ერთ-ერთ რესტორანში ახლა უკვე უფრო მეტი შემადგენლობით და აღინიშნა მოსიძეობა 2014.
|
1გული
|
გვარის შეკრება წალენჯიხაში
მოსიძეობა 2016 გაიმართა 3 სექტემბერს
ქ. წალენჯიხაში. სხვადასვა კუთხის მოსიძეებმა დაათვალიერეს დადიანები სასახლე და პარკი, ასევე ენგურჰესი, ასევე მოილოცეს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი და გადაიხადეს პარაკლისი, ამის შემდეგ ტრადიციულად აღინიშნა მოსიძეობა 2016
|
გვარის წარმომავლობა
        ქართული გვარები პირველად მოიხსენიება VII—VIII საუკუნეებში. ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებული იყო ადგილებთან, მამის სახელებთან ან პროფესიებთან, საზოგადო მდგომარეობასთან ან წოდებასთან, რომელსაც ტრადიციულად ჯიში ატარებდა. XIII საუკუნის დასაწყისიდან გვარები ხშირ შემთხვევაში ადგილის სახელწოდებას ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია პრაქტიკულად ვრცელდებოდა XVII—XVIII საუკუნეებში.
მოსიძეების გვარის წარმოშობა - არის მოსაზრება, რომ გვარი მოსიძე წარმოქმნილია....
|